Friday, 10 May 2013
გაკვეთილის გეგმა - საქართველო და კუთხეები
გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა
საქართველო და მისი კუთხეები, როგორც მთელი და წილადი
სწავლების საფეხური/კლასი/დისციპლინა ან ინტეგრირებული საგნების დასახელება
დაწყებითი საფეხური, V კლ.
მათემატიკა, ისტორია (ჩვენი საქართველო), მუსიკა, ისტ-ი
მოსწავლეთა პროფილი
22
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლემ შეძლოს რაიმე ერთობლიობის ნაწილის გამოსახვა წილადის სახით; გაიცნოს და შეისწავლოს საქართველოს კუთხეები და ისინი ერთ მთლიანობად აღიქვას; ისწავლოს საკუთარი ქვეყნის სიყვარული.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მათ.V.2 - მოსწავლე კითხულობს, გამოსახავს, აფასებს,ადარებს და ალაგებს წილადებს.
მათ.V.3 - ასრულებს მოქმედებებს ნატურალურ რიცხვებზე და ტოლმნიშვნელიან წილადებზე.
მოსწავლე გაიწაფოს წილადის წაკითხვასა და ჩაწერაში, შეძლოს რაიმე მთელის ან ერთობლიობის ნაწილის გამოსახვა წილადის სახით, მათზე არითმეტიკული მოქმედებების შესრულება და წილადების შედარება;
მოსწავლეებმა გაიცნონ საქართველოს კუთხეები ცალ-ცალკე, თავისი ტრადიციებით და ღირსშესანიშნაობებით, მაგრამ მიხვდნენ, რომ მათი უმთავრესი ხიბლი ერთად ყოფნა და ერთიანი საქართველოა.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგები/ ინდიკატორები
მოსწავლეები კიდევ უფრო გაიწაფებიან წილადების წაკითხვასა და ჩაწერაშიგანუვითარდებათ რაიმე მთელის ან ერთობლიობის ნაწილის წილადის სახით გამოსახვის უნარი, ადვილად შეძლებენ ერთობლიობის ნაწილის პოვნას; შეასრულებენ არითმეტიკულ მოქმედებებს წილადებზე, მოახდენენ მათ შედარებას; გაიღრმავებენ წარმოდგენას მთელზე და მის შემადგენელ ნაწილებზე; შეძლებენ საკუთარი დასკვნების გამოტანას.
მოსწავლეები გაიცნობენ და შეისწავლიან საქართველოს კუთხეებს და შეძლებენ მათ ერთ მთლიანობაში აღქმას;
წანასწარი ცოდნა
მოსწავლემ იცის წილადის ცნება და შეუძლია მთელის ნაწილის გამოთვლა. იცის ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრება-გამოკლების წესი;
მოსწავლეებმა იციან, რომ საქართველო შედგება კუთხეებისაგან, რომელთაც განსხვავებული წეს-ჩვეულებები და ტრადიციები აქვთ;
მოსწავლეები იცნობენ ქართულ ფოლკლორს და შეუძლიათ ერთმანეთისგან განასხვავონ სხვადასხვა კუთხის სიმღერები და ცეკვები;
მოსწავლეები ფლობენ კომპიუტერთან მუშაობის ელემენტარულ უნარ-ჩვევებს, შეუძლიათ კომპიუტერულ პროგრამებთან და ინტერნეტთან მუშაობა.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეებს შევაფასებ გაკვეთილზე ჩართულობით, პრეზენტაციის უნარით და საკუთარი აღქმის უნარის მიხედვით წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკით.
ასევე შევაფასებ კომენტარებით
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
V კლასის მათემატიკის, ჩვენი საქართველოს მუსიკისა და ისტ-ის სახელმძღვანელოები, თაბახის ფურცლები, ფერადი მარკერები, კალმები, მაგნიტური დაფა, კომპიუტერი, პროექტორი, წინასწარ მომზადებული პრეზენტაცია აუდიო მასალებით.
პრეზენტაციის მოსამზადებლად გამოყენებული ინტერნეტ-რესურსები:
http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კახეთის_მხარე&oldid=2277459
http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აფხაზეთის_ავტონომიური_რესპუბლიკა&oldid=2277380
http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=აჭარის_ავტონომიური_რესპუბლიკა&oldid=2237321
http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გურიის_მხარე&oldid=2273143
http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=თბილისი&oldid=2277758
Imereti.ge — ყველაფერი იმერეთზე
Imereti.com — იმერეთის მეგზური
http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=იმერეთი&oldid=2199660
http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მცხეთა-მთიანეთის_მხარე&oldid=2242909
http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რაჭა-ლეჩხუმისა_და_ქვემო_სვანეთის_მხარე&oldid=2198302
http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სამეგრელო-ზემო_სვანეთის_მხარე&oldid=2247025
http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სამცხე-ჯავახეთის_მხარე&oldid=2199877-
http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ქვემო_ქართლის_მხარე&oldid=2236346
http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შიდა_ქართლის_მხარე&oldid=2265516
www.alazani.ge
www.mus.ge
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
გაკვეთილის ხანგრძლივობა - 60 წთ.
საორგანიზაციო საკითხები (შესავალი) - 5 წთ.
I ჯგუფის პრეზენტაცია - 10 წთ.
ჯგუფმა წარმოადგინა კახეთის, მთიანეთისა და შიდა ქართლის მოკლე მიმოხილვა, თავისი ფართობით, იმ კუთხისთვის დამახასიათებელი ფოლკლორით, ტრადიციებით და ღირსშესანიშნაობებით. დაფაზე ფერადი მარკერებით ჩამოწერეს სამივე კუთხის წილობრივი შემადგენლობა საქართველოსთან მიმართებაში.
მათ. - ამოცანა-შეკითხვა - მასწავლებელი სთხოვს ყველა ჯგუფს, გამოთვალონ წარმოდგენილი კუთხეების წილობრივი შემადგენლობების ჯამი.
ჩვენი საქ. - სხვა მოსწავლეები, რომლებიც უსმენენ პრეზენტატორებს, უსვამენ შეკითხვას. (2 წთ)
II ჯგუფის პრეზენტაცია - 10 წთ.
ჯგუფმა წარმოადგინა ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის მოკლე მიმოხილვა. მათი წილობრივი შემადგენლობები ფერადი მარკერებით ჩამოწერეს დაფაზე.
მათ. – ამოცანა-შეკითხვა - დაასახელეთ წარმოდგენილი კუთხეების წილობრივ შემადგენლობებს შორის ყველაზე მეტი და ყველაზე ნაკლები.
ჩვენი საქ. - შეკითხვა. (2 წთ.)
III ჯგუფის პრეზენტაცია - 10 წთ.
ჯგუფმა წარმოადგინა რაჭა-ლეჩხუმის, სვანეთისა და სამეგრელოს მოკლე მიმოხილვა. მათი წილობრივი შემადგენლობები ფერადი მარკერებით ჩამოწერეს დაფაზე.
მათ. - ამოცანა-შეკითხვა - გამოთვალეთ წარმოდგენილი კუთხეების წილობრივი შემადგენლობების ჯამი და შეადარეთ პირველი ჯგუფის კუთხების ჯამს.
ჩვენი საქ. - შეკითხვა. (2 წთ.)
IV ჯგუფის პრეზენტაცია - 10 წთ.
ჯგუფმა წარმოადგინა გურიის, აჭარის, აფხაზეთისა და საქართველოს გულის - თბილისის მოკლე მიმოხილვა. მათი წილობრივი შემადგენლობები ფერადი მარკერებით ჩამოწერეს დაფაზე.
მათ. - ამოცანა-შეკითხვა - ჩვენ უკვე ყველა კუთხეს გავეცანით. გთხოვთ წარმოადგინოთ იმ კუთხეების წილობრივი ჯამი, რომლებიც დროებით ჩვენს კონტროლქვეშ არ იმყოფებიან.
მათ. - ამოცანა-შეკითხვა - გამოთვალეთ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს წილობრივი შემადგენლობები.
მათ. - ამოცანა-შეკითხვა - ახლა, მე გთხოვთ, ეს ორივე მონაცემი შევკრიბოთ. რას მივიღებთ?
ბავშვები ითვლიან ჯამს და თითქმის ერთდროულად და ერთხმად პასუხობენ : - ერთ მთელს.
აქ მასწავლებელი ხმამაღლა ასახელებს ყველა კუთხეს და შასაბამისად მოსწავლეებს თავისთან იხმობს. შემდეგ ყველანი ერთად ჩასჭიდებენ ხელებს და ამბობენ: ჩვენ, საქართველოს კუთხეები ერთიანი საქართველო ვართ(4 წთ)
10. შეფასება - 5 წთ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment